სინერგია; შეხვედრა; დევნილები

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიას“ ორგანიზებით შაბათს, 20 სექტემბერს ქ. ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმა და საბიუჯეტო პროცესი საქართველოში“. მომხსენებლად მოწვეული იყო დავით ჭურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი.
ტრენინგში ქსელის წევრებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ დევნილი აქტივისტები ზუგდიდიდან, წყალტუბოდან და ქუთაისიდან.