17 დეკემბერს, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით ქ. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა: „რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“.
შეხვედრაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ:
არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი;
ბექა ბაჯელიძე – ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი;
ლეილა სულეიმანოვა – აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელი.