20-21 სექტემბერს, სასტუმრო ბეტსი-ში გაიმართა ქართულ-სომხური საექსპერტო დიალოგის VI შეხვედრა სომეხი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით: დიალოგის თემა იყო: „საქართველო-სომხეთის ურთიერთობები: საკონსტიტუციო რეფორმები და საარჩევნო პროცესები“
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საკონსტიტუციო რეფორმებსა და საარჩევნო პროცესებზე. მონაწილეების მიერ მოხდა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შედარებითი ანალიზი და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.