უკვე რამდენიმე დღეა, ვაკვირდებით მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიური შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებასა და კონფლიქტის ზონაში სამხედრო ვითარების უკიდურეს ესკალაციას. დღეს ორივე სახელმწიფოში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა და მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი საომარი მობილიზაცია. ორივე სახელმწიფო იუწყება მსხვერპლის შესახებ, მათ შორის, სამოქალაქო მოსახლეობას შორის.