განცხადება

კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სახელით გამოვხატავთ შეშფოთებას ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირთან ინტეგრაციას.

ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფი ხელისუფლებას სთავაზობს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ მათი ვალდებულება.

თებერვლის მიწურულს რუსეთის ფედერაციის შეჭრასუკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიციცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებას თავისუფალმა სამყარომ უკრაინის ერთსულოვანი მხარდაჭერით უპასუხა. ამოქმედებული უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები რუსეთის ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ სექტორს აუნაზღაურებელ, დროში გაწელილ ზარალს მიაყენებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული მიღებისა და უკვე საქართველოში მყოფი ლტოლვილების რეალურ მხარდაჭერაზე მიმართული სისტემური პოლიტიკის ამუშავებისკენ.

7 აპრილს მედია საშუალებებით გავრცელდა ტრაგიკული ინფორმაცია სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარე ენგურის მიერ რამდენიმე ადამიანის გამორიყვასთან დაკავშირებით.[1]გავრცელებული ინფორმაციით გალის რაიონის მაცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.[2] მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამი მათგანი დაიღუპა ერთი ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.


ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აფხაზეთში COVID-19-ით მკვეთრი აფეთქების ფონზე კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენის პროცესი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის სრული მხარდაჭერით სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული სამოქალაქო სექტორის მხრიდან.