საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყნისათვის ყველაზე ტრავმატული აღმოჩნდა სეპარატიზმი და მისგან გამოწვეული კონფლიქტები. ამ კონფლიქტების შედეგად, ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს გარეთ არის მოქცეული. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან/ცხინვალის რეგიონიდან კი ასიათასობით მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველები, იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გახდა. დევნილობის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს – სიღარიბე, სტრესი, სტიგმა, დეპრივაცია.
დევნილები
2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში მომზადებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სინერგია - დევნილთა გაძლიერება თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ„სინერგიის“ მიერ.
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC) დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიასთან“ ერთად ახორციელებდა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და დევნილი მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ.
7 აპრილს მედია საშუალებებით გავრცელდა ტრაგიკული ინფორმაცია სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარე ენგურის მიერ რამდენიმე ადამიანის გამორიყვასთან დაკავშირებით.[1]გავრცელებული ინფორმაციით გალის რაიონის მაცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.[2] მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამი მათგანი დაიღუპა ერთი ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.