განათლების უფლება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის კონსტიტუციით არის გარანტირებული. მაგრამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განათლების თანაბარი ხარისხი და ხელმისაწვდომობა რეალურად უზრუნველყოფილი ვერ არის. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ანგარიში განიხილავს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისათვის. ეს არის ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზის გასწვრივ და თავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობა.