კვლევა

By admin, 10 აგვისტო, 2024

თქვენს წინაშეა პროექტის „ქართულ-ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი (1977 - 2008წწ): დოკუმენტები წარსულის გახსენებისა და გააზრებისათვის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების დროს ხშირად დასმული ზოგიერთი შეკითხვის ამომწურავი პასუხები.

 

პროექტი მიზნად ისახავდა ქართულ-ოსური კონფლიქტის საარქივო დოკუმენტების ერთ სივრცეში თავმოყრასა და მათ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებას. ამ პრინციპით დალაგებული დოკუმენტები და საგაზეთო პუბლიკაციები დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად იკვლიონ და გააანალიზონ იმ პერიოდის პროცესები.

 

By admin, 10 აგვისტო, 2024

საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში და მისი დაშლის შემდგომ მასში შემავალ სუბიექტებს მრავლი მძიმე პრობლემასთან მოუხდათ გამკლავება. სახელმწიფოებრიობის გამოცდილების არმქონე ქვეყნები, ბუნებრივია, ვერ პასუხობდნენ იმ გამოწვევებს, რომლებიც მათ წინაშე წარმოჩნდა. ამავე დროს არც საერთაშორისო საზოგადოებას გაუჩნდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული ქვეყნებთან ურთიერთობის რაიმე მკაფიო ხედვა. „ცენტრის“ დახმარებას მიცემული ახლად წარმოშობილი სახელმწიფოების დედაქალაქები დიდი ხნის მანძილზე პირველად დადგნენ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების და მის შედეგებთან გამკლავების წინაშე.

By admin, 10 აგვისტო, 2024

მუქარა და ძალის გამოყენება საერთაშორისო ურთიერთობებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ადგილობრივი, რეგიონული თუ გლობალური პოლიტიკური კლიმატის ფორმირებაში. კონფლიქტების დამანგრეველი ბუნებიდან გამომდინარე, მისი შეკავება საკაცობრიო ამოცანადაა ქცეული. შედეგად, საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს დაპირისპირება და აგრესია მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.

 

By admin, 10 აგვისტო, 2024

თქვენს წინაშეა კრებული „კონფლიქტის საფასური : უთქმელი ამბები, ქართულ-ოსური კონტექსტი“ მასში შესულია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების თვალით დანახული  ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი და ის საფასური, რისი გაღებაც ორივე მხარის წარმომადგენლებს მოუწიათ და დღემდე უწევთ.

By admin, 10 აგვისტო, 2024

თქვენ წინაშეა კრებული „კონფლიქტის სარკე: უთქმელი ამბები, ქართულ-ოსური კონტექსტი“, რომელიც ანალიტიკური სტატიების კრებულის „კონფლიქტის სარკე: ქართულ-სამხრეთოსური კონტექსტი“ გაგრძელებას წარმოადგენს. მასში შესულია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების თვალით დანახული ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი და ის სარკე, რის გაბაც ორივე მხარის წარმომადგენლებს მოუხდათ და დღემდე უხდებათ.

 

By admin, 10 აგვისტო, 2024

განათლების უფლება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის კონსტიტუციით არის გარანტირებული. მაგრამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განათლების თანაბარი ხარისხი და ხელმისაწვდომობა რეალურად უზრუნველყოფილი ვერ არის. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ანგარიში განიხილავს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისათვის. ეს არის ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზის გასწვრივ და თავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობა.

By admin, 10 აგვისტო, 2024

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყნისათვის ყველაზე ტრავმატული აღმოჩნდა სეპარატიზმი და მისგან გამოწვეული კონფლიქტები. ამ კონფლიქტების შედეგად, ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს გარეთ არის მოქცეული. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან/ცხინვალის რეგიონიდან კი ასიათასობით მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველები, იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გახდა. დევნილობის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს – სიღარიბე, სტრესი, სტიგმა, დეპრივაცია.

By admin, 10 აგვისტო, 2024

2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში მომზადებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სინერგია - დევნილთა გაძლიერება თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ„სინერგიის“ მიერ. 

 

By admin, 10 აგვისტო, 2024

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს კონფლიქტებზე საქართველოში. კარდინალური ცვლილებები შეინიშნება, როგორც საერთაშორისო, ასევე ხშირად ჩვენი რეგიონის დონეზე. მიუხედავად საქართველოს სახელმწიფოებისთვის მათი ეგზისტენციური მნიშვნელობისა, მოვლენების სიღრმისეული განხილვა არ მოხდა არც ფართო საზოგადოებრივ, და არც ექსპერტულ დონეზე; ხოლო თემისადმი მიძღვნილი დისკუსიები, ხშირად შემთხვევაში, პოლიტიზირების მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა და არ ტოვებდა სივრცეს მიუკერძოებელი ანალიზისთვის.

 

By admin, 10 აგვისტო, 2024

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC) დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიასთან“ ერთად ახორციელებდა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და დევნილი მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ.