მუქარა და ძალის გამოყენება საერთაშორისო ურთიერთობებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ადგილობრივი, რეგიონული თუ გლობალური პოლიტიკური კლიმატის ფორმირებაში. კონფლიქტების დამანგრეველი ბუნებიდან გამომდინარე, მისი შეკავება საკაცობრიო ამოცანადაა ქცეული. შედეგად, საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს დაპირისპირება და აგრესია მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.