"სომხურ-ქართული დიალოგის" დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მონაწილე ექსპერტებს საშუალოება ქონდათ დამსწრე საზოგადოებისთვის სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი ალანიზი წარედგინათ.
"სომხურ-ქართული დიალოგის" დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მონაწილე ექსპერტებს საშუალოება ქონდათ დამსწრე საზოგადოებისთვის სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი ალანიზი წარედგინათ.
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: თანამედროვე გეოპოლიტიკური დილემა
ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა ,,დავითიანში“ პროექტი "შესაძლებლობები საზღვრების გარეშე" განხორციელდა. პროექტი რამდენიმე აქტივობას მოიცავდა და მასში აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო საზოგადოება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
4-7 სექტემბერს პროექტის - “ახალგაზრდები მშვიდობისთვის” - ფარგლებში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში ფონდ ..ლაზარეს" პატივი ჰქონდა ემასპინძლა სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი სასულიერო პირებისთვის.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქართული მართლმადიდებლი ეკლესიის, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს მუსლიმური თემის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი სათემო მშვიდობის მშენებლობის და მასში რელიგიური ლიდერების როლის განხილვა იყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა განახორციელეს ტრენინგთა სერია, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სკოლების დევნილი მასწავლებლები და მოსწავლეები. შეხვედრები გაიმართა როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში.
მენტორი მასწავლებლებისა და მოწვეული ტრენერის მხრიდან მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სამშვიდობო განათლების, მშვიდობის მშენებლობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების თაობაზე.
გვსურს გამოვეხმაუროთ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის.
კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სახელით გამოვხატავთ შეშფოთებას ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირთან ინტეგრაციას.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პროექტი „ვიზიტი ანუ სვლა მშვიდობის მშენებლობისთვის“ განხორციელდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წეროვნის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტი წარმოადგენდა ორი სკოლის მოსწავლეების გაცნობა-დამეგობრების აქტს. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში.
16 მაისს, სოფელ ოძისის სკოლაში გაიმართა შეხვედრა - „ერთად მშვიდობისთვის“, რომლის ფარგლებშიც პროექტ „განათლება შერიგებისთვის“ მონაწილე მასწავლებლებმა სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ისაუბრეს მშვიდობის მშენებლობაზე, კონფლიქტის შედეგად არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათი მშვიდობიანი გზით მოგვარების ხერხებზე.
გაიმართა ფილმის - „იარაღად ქცეული ისტორია“ ჩვენება და დისკუსია.
შეხვედრა ჩატარდა პროექტ „განათლება შერიგებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
შვეიცარია განაგრძობს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან გადაჭრაზე მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას. ამჯერად, 6-8 აპრილს, ბოლოდროინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების კონფლიქტებზე გავლენისა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარების განსახილველად, პარლამენტის, მთავრობის, საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.