27-29 იანვარს, ქალაქ თელავში ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა ჩაატარა რიგით მესამე ტრენინგი თემაზე - "სამშვიდობო კულტურის დანერგვა სკოლაში: პრაქტიკული მიდგომები და გამოწვევები“. ტრენინგში ძირითადად მონაწილეობდნენ კონფლიქტით დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლების პედაგოგები.

სესიების განმავლობაში მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია/შეისწავლეს:

კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სახელით გამოვხატავთ შეშფოთებას ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირთან ინტეგრაციას.

ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფი ხელისუფლებას სთავაზობს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ მათი ვალდებულება.

თებერვლის მიწურულს რუსეთის ფედერაციის შეჭრასუკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიციცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებას თავისუფალმა სამყარომ უკრაინის ერთსულოვანი მხარდაჭერით უპასუხა. ამოქმედებული უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები რუსეთის ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ სექტორს აუნაზღაურებელ, დროში გაწელილ ზარალს მიაყენებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული მიღებისა და უკვე საქართველოში მყოფი ლტოლვილების რეალურ მხარდაჭერაზე მიმართული სისტემური პოლიტიკის ამუშავებისკენ.

28 ივნისს პროექტის - "წარსულთან გამკლავების პრაქტიკის გადააზარება" - ფარგლებში გაიმართა შეხვედრა შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა - ნინო კალანდარიშვილმა და პაატა ზაქარეიშვილმა - ისაუბრეს ქართულ-ოსური კონფლიქტის კონტექსტში წარსულის გადააზრებისა და წარსულთან გამკლავების აუცილებლობაზე და ამ პროცესში ობიექტური ინფორმაციისა და მიუკერძოვებელი ფაქტების ხელმისაწვდომობის საჭიროებაზე. 

2021 წლის, 16 ივნისს პროექტის - "წარსულთან გამკლავების პრაქტიკის გადააზარება" - ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა - ნინო კალანდარიშვილმა და პაატა ზაქარეიშვილმა - ისაუბრეს ქართულ-ოსური კონფლიქტის კონტექსტში წარსულის გადააზრებისა და წარსულთან გამკლავების აუცილებლობაზე და ამ პროცესში ობიექტური ინფორმაციისა და მიუკერძოვებელი ფაქტების ხელმისაწვდომობის საჭიროებაზე. 

7 აპრილს მედია საშუალებებით გავრცელდა ტრაგიკული ინფორმაცია სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარე ენგურის მიერ რამდენიმე ადამიანის გამორიყვასთან დაკავშირებით.[1]გავრცელებული ინფორმაციით გალის რაიონის მაცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.[2] მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამი მათგანი დაიღუპა ერთი ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

უკვე რამდენიმე დღეა, ვაკვირდებით მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიური შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებასა და კონფლიქტის ზონაში სამხედრო ვითარების უკიდურეს ესკალაციას. დღეს ორივე სახელმწიფოში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა და მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი საომარი მობილიზაცია. ორივე სახელმწიფო იუწყება მსხვერპლის შესახებ, მათ შორის, სამოქალაქო მოსახლეობას შორის.


ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აფხაზეთში COVID-19-ით მკვეთრი აფეთქების ფონზე კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა.