რამდენად შეიძლება „გადატვირთოს“ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები პანდემიამ? ამ საკითხზე ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ინიციატივით ონლაინ დისკუსია გაიმართა.

დისკუსიის ქვე-საკითხები : პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; აფხაზეთის ახალი „მთავრობა“ და ქართულ-აფხაზური დიალოგი; ანაკლიის ფაქტორი; რუსული ფულის შემცირების პერსპექტივა; მეტი დასავლეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გიორგი კანაშვილი: კონფლიქტოლოგი; „სამოქალაქო იდეის“ უფროსი მკვლევარი; „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.


პროექტის "ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისათვის" ფარგლებში, კახეთში სასტუმრო "შატო მერეში" ახალგაზრდული ქსელის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართლა.

შეხვედრაზე მიმოხილულიქნა მიმდინარე აქტივობები და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები. 

 პროექტის “ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისათვის” ფარგლებში რომელიც ხორციელდება ბრიტანული ორგანიზაცია „შერიგების რესურსებთან“ თნამშრომლობით და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების ცნობიერების და ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას მშვიდობის მშენებლობის საკითხებში.

2019 წლის 5 ოქტომბერს, ადგილობრივი ახალგაზრდების ორგანიზებით, ჯვარის პროფესიულ კოლეჯ ,,ლაკადაში“ გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: „კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების საზოგადოებრივი და პოლიტიკური განზომილება“.

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ პაატა ზაქარეიშვილი - კონფლიქტოლოგი და ნაციონალიზმის და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ნინო კალანდარიშვილი,

ფაბრიკა თბილისში, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინტიტუტის (ISNC) ორგანიზებით დისკუსია: „ქართულ-ოსური ურთიერთობები: წარსული დღევანდელი გადასახედიდან" გაიმართა.

მომხსენებლებმა და დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, წარსულის გადააზრების მნიშვნელობასა და არსებულ პერსპექტივებზე.

დისკუსია გაიმართა პროექტის “ „ქართულ - ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი (1989-2008): დოკუმენტები წარსულის გახსენებისა და ანალიზისათვის“ ფარგლებში რომელიც ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის (EUMM) ფინანსური მხარდაჭერით.


2019 წლის, 21 მაისს, წეროვნის დევნილთა დასახლების ახალგაზრდულ სახლში გამართა დისკუსიას თემაზე: „ქართულ - ოსური ურთიერთობები: წარსული დღევანდელი გადასახედიდან“.

დისკუსიაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ:

პაატა ზაქარეისვილი - კონფლიქტოლოგი

გოგა აფციაური - რადიო თავისუფლების გორის ოფისი

ნინო კალანდარიშვილი - ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ხელმძღვანელი

2019 წლის, 9 მაისს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლვევის ინსტიტუტის" ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯეთან" თანამშრომლობით გაიმართა საჯარო დისკუსია "სამოქალაქო აქტივიზმი მშვიდობის მშენებლობაში".
მომსხენებლები: ნინო კალანდარიშვილი, "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი.
ლალი დევიძე, დამოუკიდებელი ექსპერტი, საინიციატივო ჯგუფი "ნდობა მშვიდობისთვის"
სალომე ადამია, მშვიდობის აქტივისტი, საინიციატიო ჯგუფი "ნდობა მშიდობისთვის".

ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრიზის პირველი გამარჯვებული ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი გახდა.

ბერტა ფონ ზუტნერი იყო ევროპელი მშვიდობისმყოფელი და მწერალი, რომელიც საქართველოში ცხოვრების შედეგად იქცა პაციფისტად. იგი იყო პირველი ქალი, რომელიც 1905 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

მშვიდობის პრემია არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელიც სიმბოლურად ზუგდიდში დაიდებს ბინას და ყოველწლიურად გადაეცემა მშვიდობის აქტივისტს.

2019 წლის, 6 აპრილს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს უსინათლოთა კავშირში კონფლიქტების თემაზე დისკუსია გაიმართა.

დისკუსია ჩატარდა ორგანიზაცია „შერიგების რესურსებთან“ თნამშრომლობით მრავალწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის „კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის“, შვეიცარიის საგარეო საქმეთ ფედერალური დეპარტამენტისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით

ნაციონალიზმისა და კონფლიქტენის კვლევის ინსტიტუტის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში სამშვიდობო თემისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება პროექტის "ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისათვის" მონაწილეების ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო დევნილმა სტუდენტებმა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდად.


„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი“ –ს პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისთვის“ ფარგლებში დაბა ბაკურიანში სამდღიანისემინარი გაიმართა.

პროექტის მიზნია ახალგაზრდების ცნობიერების და ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა მშვიდობის მშენებლობის საკითხებში. სემინარი კი ორ ძირითად ამოცანას ისახავდა მიზნად: