2015 წლის 23 აპრილს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის, დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიის“ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გამართა შეხვედრა თემაზე: “კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ხელისუფლებისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა“. 

2015 წლის 14 – 22 აპრილს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტიუტის თანამშრომელი ელიკო ბენდელიანი, კავკასიური სახლის წარმომადგენელი გიორგი კანაშვილი, მაია ურუშაძე და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური იმყოფებოდნენ უკრაინაში ადგილზე არსებული ვითარების შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქ. კიევშ, ქ. ხარკოვსა და ქ. ლვოვოში.


2014 წლის 25–27 ოქტომბერს თბილისში გაიმართა საქართველოს დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიის“ წევრებისა და აზერბაიჯანის დევნილთა ქსელის პარტნიორული შეხვედრა. 

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქსელის წევრების გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას.

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიას“ ორგანიზებით შაბათს, 20 სექტემბერს ქ. ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმა და საბიუჯეტო პროცესი საქართველოში“. მომხსენებლად მოწვეული იყო დავით ჭურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი.
ტრენინგში ქსელის წევრებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ დევნილი აქტივისტები ზუგდიდიდან, წყალტუბოდან და ქუთაისიდან.


ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის  გზით“ ფარგლებში."

„ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“, რომელიც ძირითადად ზუგდიდში საქმიანობს, 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებს 35 დამკვირვებლის საშუალებით დააკვირდება.

2014 წლის 10-12 მარტს გაიმართა, დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის "სინერგია"-ს გასვლითი სამუშაო შეხვედრა. 

2014 წლის 28 – 29 თებერვალს გაიმართა შეხვედრები ქ. ქუთაისსა და ქ. ზუგდიდში თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა: არსებული რეალობა დამომავალი შესაძლებლობები“.

შეხვედრას ესწრებოდა დევნილი მოსახლეობა, აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ადგილობრივი წარმომადგენლები და ადგილობრივი მთავრობის წევრები.

თვითმმართველობის რეფორმის არსზე და რეფორმის შემდგომი შესაძლებლობებზე მოხსენება გააკეთა „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ - დავით ლოსაბერიძე.

By admin, 28 დეკემბერი, 2023

ელიკო ბენდელიანი მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო განათლება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და მათი მხარდაჭერა. 

2022 წელს დაჯილდოვდა ბერტა ფონ ზუტნერის საერთაშორისო მშვიდობის პრემიით. ასევე, დაჯილდოებულია ახალგაზრდა ქალთა საერთაშორისო სამშვიდობო პრემიით „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრებისა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.“ ის “მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

By admin, 28 დეკემბერი, 2023

ნინო კალანდარიშვილი ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეა. მისი საქმიანობა მოიცავს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, კონფლიქტის მხარეებს შორის სამოქალაქო დიალოგის პროცესების ხელშეწყობას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობასა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერას. 

როგორც მედიატორმა და ექსპერტმა, მან ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო არაერთ პროექტში, რომელიც ეხებოდა კონფლიქტების მოგვარების პროცესებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში.